„მეტი სექსი, მეტი თავისუფლება“ – ზურაბ ჯაფარიძემ პორნოსაიტზე საარჩევნო ბანერი განათავსა (ფოტო)

“გირჩის” საპრეზიდენტო კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ ერთ-ერთ პოპულარულ პორნოგრაფიულ გვერდზე, რომელიც საქართველოში პოპულარობით სარგებლობს, საარჩევნო ბანერები განათავსა.
ჯაფარიძის თქმით, 8 სექტემბერს განთავსებულ ბანერებს ოთხ საათში 40 ათასამდე ჩვენება ჰქონდა.
„ძალიან მწირი ფინანსური რესურსები გვაქვს. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ასეთი გზა აგვერჩია და რეკლამა განგვეთავსებინა პორნო საიტზე. როგორც ჩანს ეს საკმაოდ ეფექტურად მუშაობს. მათ შორის გვყავს უკვე 2 ასეულზე მეტი ადამიანი ვინც იქიდან გადმოვიდა ჩვენ მხარდაჭერების პორტალზე და დარეგისტრირდა, როგორც გირჩის მხარდამჭერი. ორი ბანერია. ერთ-ერთ ბანერზე არის „მეტი სექსი, მეტი თავისუფლება“. „მეტი თავისუფლება“ არის გირჩის სლოგანი პრინციპში დაფუძნების დღიდან. მეორე ბანერზე არის ხუმრობა – „არ გპირდებით ზომის გაზრდას“ , ხუმრობა ეხება საქართველოში პოლიტიკური პარტიების კანდიდატების არსებულ დაპირებებს, რომ „გაგიზრდით პენსიას, გაგიზრდით სოციალურ დახმარებას”, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები