“ზოგიერთის სავიზიტო ბარათზე, აგვისტოში გაგზავნილი წერილებია რუსეთში ჩასატარებელ კონცერტებზე”

„სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ შავი პიარის აგორებას, სჯობს საკუთარ კამპანიაზე დახარჯონ მეტი დრო და ენერგია“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი პარტიისა და სალომე ზურაბიშვილის პოზიცია 2008 წლის აგვისტოს ომზე არის ცალსახა, რომ რუსეთი არის აგრესორი.
„ყველამ თავის სავიზიტო ბარათს რომ მიხედოს, არ იქნება ურიგო. ზოგიერთის სავიზიტო ბარათზე აგვისტოში გაგზავნილი წერილებია რუსეთში ჩასატარებელ კონცერტებზე, ზოგიერთის ბარათზე კი დანა-ჩანგალი. სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ შავი პიარის აგორებას, სჯობს საკუთარ კამპანიაზე დახარჯონ მეტი დრო და ენერგია. სალომე ზურაბიშვილს საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანაში აქვს განსაკუთრებული დამსახურება. ჩვენი და სალომე ზურაბიშვილის პოზიცია აგვისტოს ომზე ცალსახაა – აგრესორი არის რუსეთი. საქართველო გააგრძელებს განვითარებას და წინსვლას, ჩვენ გვაქვს ბევრი საქმე შემოდგომაზე, მათ შორის არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარება“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები