ბორჯომის მუნიციპალიტეტმა ყაზახეთის ქალაქ ატირაუდან 17 ახალგაზრდას უმასპინძლა

ბორჯომის მუნიციპალიტეტმა, ყაზახეთის ქალაქ ატირაუდან 17 ახალგაზრდას უმასპინძლა. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

,,ახალგაზრდებისთვის 30 მაისიდან 5 ივნისამდე კულტურული და შემეცნებითი ტურები მოეწყო.

ატირაუდან ჩამოსულ ახალგაზრდებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა მსგავსი გაცვლითი პროგრამების როლი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში.

ახალგაზრდები ბორჯომს ქალაქებს შორის კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში ესტუმრნენ. ბორჯომი და ატირაუ დაძმობილებული ქალაქები 2023 წელს გახდნენ”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები