,,ექიმები მოწამვლას ვარაუდობენ. ექსპერტიზა დაადგენს მიზეზს”, – ამის შესახებ ერთ-ერთი ადგილობრივი,
ხაშურში, 9 წლის ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აცხადებს.
ადგილობრივი ამბობს, რომ ბავშვის დედა კომაშია.
“ექიმები მოწამვლას ვარაუდობენ. ექსპერტიზა დაადგენს. სოკო არ უჭამია. ჭამა, სახლში გაკეთებული აჯაფსანდალი და სავარაუდოდ ძეხვიც. ა ნიმუშები აიღეს და ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან. ბავშვის დედა კომაშია, გული ცოტა დაზიანებულია. შეიძლება ბავშვი ნახა ამ მდგომარეობაში და შემდეგ უფრო იმოქმედა გულზე ამან”, – ამბობს ადგილობრივი.
მეორე მეზობელი კი ამბობს, რომ ბავშვი სავარაუდოდ, სოკომ მოწამლა.
,,გავიგე, რომ სოკო უჭამია ბავშვს, მოწამლულა და ვეღარ გადარჩა. სოკოს შესაგროვებლად დადის ხალხი ახლა და ალბათ შეეშალათ”, -აღნიშნა ადგილობრივმა.
ცნობისთვის, ხაშურში, დღეს დილით, 9 წლის ბავშვი სამსახურიდან მისულ მამას გარდაცვლილი დახვდა, დედა კი უგონო მდგომარეობაში.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.