კახა კალაძე: მედია თავისუფალი უნდა იყოს და არის დღეს

„მედია თავისუფალი უნდა იყოს და არის დღეს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია “იბერიას” თემაზე საუბრისას განაცხადა.
„მედია თავისუფალი უნდა იყოს და არის დღეს. ეს თითოეული ჩვენგანის მიღწევაა, რაც 2012 წლის შემდეგ ჩვენ მოვახერხეთ და მივაღწიეთ ერთიანი ძალისხმევით. კარგად გახსოვთ დრო, როცა ერთ ადამიანს ედო, ყველა მედიასაშუალება ჯიბეში. „იბერიას“ არანაირი პრობლემა არ აქვს. როგორც მე ვიცი, მის მფლობელს კონკრეტულ ბიზნესში ბიუჯეტის მიმართ აქვს დიდი დავალიანება. ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ხელშეწყობა ყოფილიყო, მაგრამ ტელევიზია ბიზნესზე ამოაფარო და გადასახადები არ გადაიხადო, ის რაც კანონი გავალდებულებს, არ მგონია სწორი მიდგომა”, – განაცხადა კახი კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები