„დარწმუნებულნი ვართ, რომ სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში აუცილებლად პირველ ტურში გაიმარჯვებს“
მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვებს.
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერითა და თანადგომით ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში აუცილებლად პირველ ტურში გაიმარჯვებს“ , – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს.