საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით სეულს ეწვევა

კორეის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი შოთა ხაბარელის ხელმძღვანელობით 10 სექტემბერს, სეულში მიემგზავრება.
როგორც „კვირას“ საქართველო პარლამენტიდან აცნობეს, 10-12 სექტემბერს, სამდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრები კორეის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
„შეხვედრები გაიმართება ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერ, ლი ჯუ-იონგთან, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ, იუ სინგ-ჰისთან, საგარეო ურთიერთობათა და გაერთიანების საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, კანგ სოკ-ჰოსთან, მიწის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე, იუნ კვან-სუკთან და კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან პოლიტიკურ საკითხებში, იუნ სუნ-გუსთან.
ვიზიტის ფარგლებში, ქართველი პარლამენტარები კორეის დემილიტარიზებულ ზონაში მდებარე საზავო სოფელ პანმუნჯომსა და კორეული კომპანია Samsung-ის საგამოფენო ტექნოლოგიურ ცენტრს ეწვევიან.
დელეგაციის შემადგენლობაში წარმოდგენილნი არიან საქართველო-კორეის რესპუბლიკის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის წევრები: საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ზვიად ძიძიგური და ენძელა მაჭავარიანი“, -აცხადებენ საქართველოს პარლამენტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები