რომელ საპრეზიდენტო კანდიდატს დაუჭერს მხარს „ქართული ოცნება“, დღეს გახდება ცნობილი

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო დღეს საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს.
როგორც „კვირას“ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურიდან აცნობეს, ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს სხდომა 17:00 საათზე პარტიის ცენტრალურ ოფისში გაიმართება.
ცნობისთვის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატობის მსურველთა განაცხადების მიღება 8 სექტემბერს დასრულდა.
ცესკო-ში სულ 46 განაცხადი შევიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები