სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, წალენჯიხაში, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.
როგორც „კვირას“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სამართალდამრღვევმა სოფელ მუჟავაში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიიდან, 7 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი უკანონოდ მოიპოვა. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენა. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება რაიონულ სასამართლოს. ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით, პრევენციულ ღონისძიებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები