კალაძე საქართველო-ლატვიის მატჩზე გულშემატკივრებს პროვოკაციისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს

თბილისის მერმა კახა კალაძემ, 9 სექტმბერს, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე დადგეგმილ საქართველო-ლატვიის მატჩთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა.

კალაძე საზოგადოებას საქართველოს ნაკრების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

„ხვალინდელი მატში შესაძლოა საქართველოს ნაკრების წარმატების სტარტი გახდეს. თუ გვინდა წარმატება, მაშინ ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდოთ, სამოქალაქო, პოლიტიკური, კონფრონტაციის თუ პროვოკაციის სურვილი. ყველაფერი ის, რაც სპორტისგან შორსაა და სირცხვილის მომტანია. დავანახოთ საზოგადოებას და მთელ მსოფლიოს ჩვენი ქვეყნის ერთობა. არავინ არ უნდა იკადროს პირადი და საერთო აურიოს ერთმანეთში“,- განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძემ საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებს მოუწოდა, მხარდასაჭერად მაისურები ეროვნული ნაკრების ფერებში ჩაიცვან.

საქართველოს ნაკრები ლატვიას 20:00 საათზე უმასპინძლებს.

ერთა ლიგა საქართველოს ნაკრებმა გამარჯვებით დაიწყო. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრის გიორგი ჩაკვეტაძის მიერ ყაზახეთის ნაკრების კარში გატანილი გოლის შესახებ UEFA -მ ოფიციალურ ვებგვერდზე დაწერა.

9 სექტემბერს გასამართ მატჩზე, „ქართული მარში“ და მისი მხარდამჭერები სტადიონთან მისვლას და კაშიას წინააღმდეგ აქციის ჩატარებას გეგმავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები