სალომე ზურაბიშვილმა ცესკო-ში მხარდამჭერთა ხელმოწერები შეიტანა

დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ცესკო-ში მხარდამჭერთა ხელმოწერა შეიტანა. მან მხარდამჭერებს და იმ ადამიანებს, ვინც ხელმოწერების შეგროვებაზე მუშაობდა, მადლობა გადაუხადა.
“დღეს დასრულდა ხელმოწერების შეგროვების პირველი ეტაპი. შევიტანეთ 73 ათასზე მეტი ხელმოწერა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ყველას დიდი მადლობა მოვახსენო, ვინც მუშაობდა ხელმოწერების შეგროვებაზე. ძალიან ბევრი ღამე გაათენეს ამ საქმეზე. მინდა ასევე, მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც ხელი მოაწერა და საშუალება მომცა, რომ ჩემი კანდიდატურა დარეგისტრირებულიყო. მინდა, მადლობა მოვახსენო მათაც, ვინც ვერ ან არ მოაწერა ხელი, რამეთუ მე ვიქნები მათი პრეზიდენტიც. 12 სექტემბერს ქუთაისიდან იწყება მეორე ეტაპი და მთელ რეგიონებს მოვივლი ამ საბოლოო მარათონის მანძილზე,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისათვის, ცესკოში დასარეგისტრირებლად საპრეზიდენტო კანდიდატებმა მინიმუმ, 25 923 ხელმოწერა უნდა შეიტანონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები