მტკვარმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა
თბილისში, მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვარმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამორიყა. მაშველებმა ცხედარი წლიდან უკვე ამოიყვანეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. უწყების ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.