დღეს პრეზიდენტობის კანდიდატთა რეგისტრაციის ბოლო დღეა

დღეს, 8 სექტემბერს, ბოლო ვადაა, როცა საინიციატივო ჯგუფს და რეგისტრირებულ პარტიას შეუძლია, მიმართოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციის მიზნით. კანდიდატის წარდგენის ვადას კანონმდებლობა არჩევნების დღიდან გამომდინარე განსაზღვრავს.
ცესკოს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, 8 სექტემბრის შემდეგ, შესაძლებელი იქნება, რომ არჩევნების დღემდე, არაუგვიანეს მეორმოცე დღისა, წარმოდგენილი იყოს ხელმოწერები.
“ხელმოწერების შემოწმების შემდეგ, საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების დღემდე, არაუგვიანეს ოცდამეათე დღისა, რეგისტრაციაში გაატარებს პრეზიდენტობის მსურველ კანდიდატებს, იმ შემთხვევაში, თუკი მათ მიერ წარმოდგენილი ყველა დოკუმენტაცია, მათ შორის ხელმოწერებიც, შესაბამისობაში იქნება საქართველოს კანონმდებლობასთან”,- განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები