ზვიად აბაშიძე: ცესკომ შთამბეჭდავი პროფესიონალიზაციის გზა განვლო დღევანდელ დღემდე

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ზვიად აბაშიძე ბლიც ინტერვიუში საქართველოში არსებულ საარჩევნო გარემოს და მიმდინარე პროცესებს აფასებს.
ახლახანს გამოქვეყნდა აშშ-ს ყოფილი ელჩების და სხვადასხვა ანალიტიკოსების შეხედულებები საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესებისადმი, სადაც გარკვეული კრიტიკის მიუხედავად, მთლიანობაში მიმდინარე საარჩევნო პროცესი პოზიტიურ ჭრილში განიხილება. თქვენი აზრით რამდენად გულწრფელია ამგვარი შეფასება და რადენად შესაბამისად წარმოსახავს ჩვენს ამჟამინდელ ვითარებას?
– საწყისშივე უნდა ითქვას ერთი რამ: ამგვარი შეფასების მიხედვით, ჩვენი დასავლელი მეგობრების თვალსაზრისით, საქართველო კვლავ რჩება დემოკრატიული საარჩევნო გარემოს მქონე ქვეყნების ორბიტაში. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ საქართველო ჯერ კიდევ ჰიბრიდული რეჟიმების კატეგორიაში გადის, რაც იმას ნიშნავს, რომ დემოკრატიის გარკვეული ხარისხის მიუხედავად, მას ჯერ კიდევ ბევრ საკითხზე აქვს სამუშაო დემკრატიის დასახვეწად. ამიტომაც, ჩვენი უცხოელი მეგობრები ყოველთვის ითვალისწინებენ ამგვარ მდგომარეობას და შესაბამისად საქართველოში მიმდინარე დემოკტრატიზაციის პროცესი რა თქმა უნდა ფასდება მსოფლიოში აღიარებული გარკვეული სტანდარტებით, მაგრამ ამ სტანდარტებში გადამწყვეტ როლს მაინც რეგიონული სტანდარტი თამაშობს. შესაბამისად, რეგიონული სტანდარტის მიხედვით, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიზაციის პროცესი გარკვეული ნაკლოვანებების მიუხედავად, კვლავ იმედის მომცემია და იგი კვლავაც რეგიონულ ლიდერად რჩება. ამის დამადასტურებელი ამჟამინდელი საარჩევნო გარემოა. ამიტომაც, მართალია ყოფილმა ელჩებმა მიგვითითეს გაკრვეულ ნაკლოვანებებზე, მაგრამ გვითხრეს, რომ ზოგადად მართებულ გზაზე ვდგავართ, რომელსაც სამომავლოდ კიდევ უფრო გავაუმჯობებსებთ. დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ ჩვენი უცხოელი მეგობრების შეფასება სრულიად გულწრფელი და შესაბამისია.
თქვენი აზრით, რამდენად ღიად მიმდინარეობს საქართველოში საარჩევნო პროცესი და რამდენად აქვთ შანსი ოპოზიციურ კანდიდატებს შესძლონ სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარება და მასში გამარჯვება?
– პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ რაც დრო გადის, ნამდვილად უკეთესად ვსწავლობთ საარჩევნო პროცესის ჩატარებას და გაწილებით მეტ პროფესიონალიზმს ვავლენთ, ვიდრე ეს შესაძლოა, მაგალითად 15 წლის წინ ყოფილიყო. ცენტრალური საარჩევნო კომისისიის მუშაობა, რომელმაც შთამბეჭდავი პროფესიონალიზაციის გზა განვლო დღევანდელ დღემდე რომ მოსულიყო. მისასალმებელია ცესკოს მხრიდან შესაბამისი პროფესიული მოქმედება და სურვილი შესაბამისი სტანდარტების ჩატარდეს არჩევნები.
რაც შეეხება ოპოზიციის კანდიდატებს, ფორმალური თვალსაზრისით მათ არ ეზღუდებათ ღია და თავისუფალი საარჩევო პროცესის წარმართვა და აქვთ შესაძლებლობა ამომრჩეველთან მიიტანონ ის ძირითადი სათქმელი, რომელიც მათ მოსახლეობისთვის აქვთ შემუშავებული. თუმცა, იმის გამო, რომ მთლიანად არსებული ოპოზიციური სპექტრი სუსტია მრავალი თვალსაზრისით და საკმაოდ დაბალი ლეგიტიმაციით გამოირჩევა მოსახლეობაში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ დაამარცხონ კანდიდატი, რომელსაც მხარს მმართველი პარტია დაუჭერს. იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა არსებული მმართველი გუნდისადმი ნდობამ გარკვეულწილად იკლო, ვიდრე ეს საწის ეტაპზე იყო, მათი ლეგიტიმაციის ხარისხი არსებულ ოპოზიციურ სპექტრსა და მათ მიერ წარმოდგენილ კანდიდატებზე ჯერ კიდევ მაღალია. ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი კანდიდატები არ არიას საზოგადოებისთვის რაიმე სიახლის შემცველნი და შესაბამისად ნამდვილად გაუჭირდებათ არჩევნებში გამარჯვება. ისინი ვერ ქმნიან არსებული რეალობის რაიმე ხელშესახებ ალტერნატივას. ვნახოთ ვის დაუჭერს მხარს მმართველი პოლიტიკური კოალიცია.
ცენტრალური საარჩევნო კომისისიის მუშაობა, რომელმაც შთამბეჭდავი პროფესიონალიზაციის გზა განვლო დღევანდელ დღემდე რომ მოსულიყო. მისასალმებელია ცესკოს მხრიდან შესაბამისი პროფესიული მოქმედება და სურვილი შესაბამისი სტანდარტების ჩატარდეს არჩევნები

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები