“რუსთავი 2-ის” მიერ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებით კანონი არ დარღვეულა“

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, “რუსთავი 2-ის” მიერ ფარული ჩანაწერების იმ დოზით და ფორმით გავრცელებაში, როგორც ეს გამოქვეყნდა, არაფერი ყოფილა დარღვეული, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა “ტელეიმედის” ტოქშოუში “რეაქცია” განაცხადა.
მისივე თქმით, დედამიწის ზურგზე არავის აქვს უფლება, მოსთხოვოს მათ, გაამჟღავნოს ინფორმაციის წყარო, რადგან ამას მკაცრად იცავს ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-8 მუხლი.
“მე არ ვიცი, ვინ განახორციელა საგანელიძის, ალასანიას, უსუფაშვილის ჩანაწერები, მაგრამ, ფაქტია, ეს გაკეთებულია იმის მიერ, ვისაც ეს შეეძლო. გამოძიება კიდევ უფრო სწრაფი ტემპით უნდა წავიდეს – ნელა მიდის და უნდა დაადგინოს, ესაა ძველი ხელისუფლების მიერ გატანილი აპარატურით გაკეთებული, ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში სადღაც არსებული აპარატურით, თუ ვინ გააკეთა. ერთადერთი პრეტენზია, რაც მაქვს, ისაა, რომ გამოძიება უფრო სწრაფად უნდა წავიდეს”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები