ესპანეთში ტყის ხანძრების ფართობმა 410 ათას ჰექტარს გადააჭარბა

ესპანეთში ტყის ხანძრების ფართობმა წლის დასაწყისიდან 410 ათას ჰექტარს გადააჭარბა, რაც თითქმის ათჯერ მეტია, ვიდრე მთელი 2024 წლის განმავლობაში, – ამის შესახებ ნათქვამია ევროპის ტყის ხანძრების საინფორმაციო სისტემის (EFFIS) განახლებულ მონაცემებში.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ადრე განაცხადა, რომ ქვეყანაში ხანძრის მდგომარეობა კვლავ სერიოზული რჩება. Español-ის ცნობით, ხანძრის გამო ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ათასობით ადამიანი იქნა ევაკუირებული.

საგანგებო სამსახურის ცნობით, იანვრიდან ივლისის ბოლომდე ქვეყანაში, ძირითადად ესპანეთის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილში, სულ მცირე 252 ხანძარი დაფიქსირდა, რამაც 411 315 ჰექტარი ფართობის ტყის მასივი გაანადგურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები