ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვართ, რომ ევროპარლამენტის საბოლოო ანგარიში იქნება პოზიტიური

„დარწმუნებულნი ვართ, რომ საბოლოო ანგარიში იქნება პოზიტიური, როგორიც არის დასკვნის პროექტი ამ ეტაპზე”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპარლამენტის საბოლოო ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ხედავს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ 2012 წლის შემდეგ მიაღწია და შესაბამისად, მმართველი გუნდი პოზიტიურ დასკვნას ელოდება.
„ყველა ხედავს იმ რეალობას, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს ქვეყანაში. ყველა ხედავს იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია ამ რამდენიმე წლის განმავლობაში, 2012 წლიდან მოყოლებული. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით პოზიტიურ დასკვნას და დარწმუნებულნი ვართ, რომ დასკვნა იქნება დადებითი”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე განცხადებით, დასკვნაში ჭეშმარიტება იქნება ასახული, რაც იმაზე მეტყველებს, რომ 2012 წლიდან, ყველა მიმართულებით, არის ფუნდამენტური პროგრესი.
„ჩვენ გვაქვს კარგი ურთიერთობები ყველა პარტიასთან, რომელიც არის წარმოდგენილი საერთაშორისო დონეზე, როგორც მემარცხენე, ასევე, მემარჯვენე მიმართულებით. აქედან გამომდინარე, ყველასთან ვიმუშავებთ და რა თქმა უნდა, შესაბამისად, ეს, ასე ვთქვათ, მუშაობაც იქნება ასახული საბოლოო დოკუმენტში. მთავარი არის მაინც ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება საუბრობს იმაზე, რომ 2012 წლიდან, ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი აბსოლუტურად ყველა მიმართულებით: დემოკრატიის მიმართულებით, ეკონომიკის მიმართულებით, სოციალური მიმართულებით, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. ეს რეალობა იქნება აუცილებლად დასკვნაში ასახული. ვერანაირი მუშაობა ვერ უშველის იმას, რაც არის, ასე ვთქვათ, ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება იქნება დასკვნაში ასახული”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები