აშშ: ასადი იდლიბში ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის ემზადება
“სირიის სამთავრობო ჯარები იდლიბში ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის ემზადებიან და ამის “ბევრი მტკიცებულება” არსებობს”, – ამის შესახებ სირიაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სპეცწარმომადგენელმა, ჯიმ ჯეფრიმ განაცხადა.
ჩინოვნიკი არ აკონკრეტებს რა მტკიცებულებებზეა საუბარი.
“მე ვთვლი, რომ ჩვენ მსგავსი განცხადებების გაკეთების საკმაოდ მყარი საფუძველი გვაქვს”,- განაცხადა ჯეფრიმ.
მან ასევე, განმარტა, რომ აშშ იდლიბზე ნებისმიერ თავდასხმას “დაუფიქრებელ ესკალაციად” განიხილავს. ჯეფრის თქმით, სირიისა და რუსეთის თავდასხმა იდლიბზე ხელს შეუწყობს იდლიბის ტერიტორიიდან თურქეთში ხალხის მასის გადინებას.