ლუგანსკში, ბუნებაში გაჩენილი ხანძრის გამო, 9 სახლი დაიწვა

“ლუნგანსკის სახალხო რესპუბლიკაში”, ბუნებაში გაჩენილი ხანძრის გამო, 9 სახლი დაიწვა. მომხდარის შესახებ ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების სამსახური იტყობინება.
“ქალაქის ტიპის დასახლებაში, პერევალსკის რაიონში, უცნობი პირების გაუფთხილებლობის მიზეზით, მშრალი ბალახისა და ბუჩქნარის 300 ჰექტარი დაიწვა, რის შედეგადაც 9 საცხოვრებელი სახლი დაიწვა, აედან 7-ში არავინ ცხოვრობდა”, – აცხადებენ სამმართველოში.
როგორც ცნობილია, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები