სოფიო ქაცარავა: ურუგვაი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერს წარმოადგენს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, ურუგვაის სენატში საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, მონიკა ქსავიერს შეხვდა, რომელიც თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. შეხვედრაზე ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების განვითარების დინამიკა, სამომავლო დღის წესრიგი და საერთო ინტერესები განიხილეს.
პოლიტიკურ საკითხებთან ერთად, აქცენტი გაკეთდა ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებზე და საერთო მიზნებზე ამ სფეროში.
„ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური მიმართულებაა ლათინური ამერიკის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება და საპარლამენტო კავშირების გაძლიერება. ურუგვაი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერს წარმოადგენს. იკვეთება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის არაერთი სფერო. სენატორის ვიზიტი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ განვიხილოთ ორი ქვეყნის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ამ მიმართულებით პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები