მთავრობის ადმინისტრაციაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების საკითხებზე იმსჯელეს

ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.
“აწარმოე საქართველოში” – ასე ჰქვია სახელმწიფო პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს წარმოებაზე ორიენტირებული პრიორიტეტული ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობასა და ადგილობრივი წარმოების განვითარებას. პროექტის მიმართულებებია – სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება-გადამუშავება და ინდუსტრიული პროდუქტის წარმოება. ეკონომიკური საბჭოს წევრებმა სახელმწიფო პროგრამის ძირითადი პრინციპები განიხილეს და პროექტის განსახორციელებელი სამოქმედო გეგმები დასახეს. პროექტის პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები