ოხანაშვილი კაპანაძეს: მესმის, რომ ჩაგივარდათ კანდელაკის მოდელირებული ქრონიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა, “ევროპული საქართველოს” წევრს, დეპუტატ სერგი კაპანაძეს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სიტყვით მიმართა.
“მსურს, გამოვეხმაურო სერგი კაპანაძის განცხადებას, ანდრეს მამიკინსის მოხსენებასთან დაკავშირებით. ბატონო სერგი, მესმის, რომ ჩაგივარდათ კანდელაკის მოდელირებული ქრონიკა და ახლა გადაგაქვთ ყურადღება მამიკინსის მოხსენებაზე”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ 30 აგვისტოს ანგარიში მოისმინეს.
კომიტეტში ანგარიში მომხსენებლის, ანდრეი მამიკინსის სახელით, ევროპარლამენტარმა კლერ მუდიმ წარადგინა. მისი განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ანგარიში აჩვენებს, რამდენად შორს წავიდნენ ქართველები ევროინტეგრაციის გზაზე.
გარდა ამისა, მიწვეულმა ექსპერტმა, ნონა მიხელიძემ ასოცირების ხელშეკრულების შესახებ ევროპარლამენტარ ანდრეს მამიკინსის ანგარიშის ალტერნატიული ვარიანტი წარადგინა, რომელიც ძირითადი მოხსენებისგან განსხვავებით, მწვავედ კრიტიკული იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები