გიორგი ჩაკვეტაძე გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ახალ წარმომადგენელს შეხვდა

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე, საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ახალ წარმომადგენელს, ლიკა ტორიკაშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელსაც პროგრამის -„საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში” ყოფილი წარმომადგენელი გიორგი ტუმასიანიც ესწრებოდა, ახალგაზრდული მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს და მომავალი თანამშრომლობის გზები დასახეს.
გიორგი ჩაკვეტაძემ დედაქალაქში მიმდინარე სპორტული პროგრამების, ასევე, ინფრასტრუქტურული და ახალგაზრდული პროექტების თაობაზე დეტალურად ისაუბრა და ამ მიმართულებით დასმულ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდობის წარმომადგენელი, როგორც საქართველოს დელეგაციის სრულუფლებიანი წევრი, გაეროს სათავო ოფისში გაემგზავრება.
ლიკა ტორიკაშვილი გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის ღონისძიებებსა და საკომიტეტო მოსმენებში, ასევე, ახალგაზრდობის შესახებ დადგენილების შემუშავებაშიც მიიღებს მონაწილეობას და ამავე კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვა.
საქართველოში აღნიშნულ პროგრამას საფუძველი 2012 წელს ჩაეყარა და ის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები