მამუკა ბახტაძე ესტონეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, კაი კაარელსონს შეხვდა.
მხარეებმა საქართველო-ესტონეთის ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას, ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკაზე გაამახვილეს, ასევე, განიხილეს საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესში ესტონეთის გამოცდილების გაზიარების საკითხი. კერძოდ, საუბარი შეეხო განათლების რეფორმას, ასევე, საგადასახადო რეფორმას, რომელიც საქართველოში ესტონური მოდელის მიხედვით წარმატებით მიმდინარეობს. გარდა ამისა, მხარეებმა იმსჯელეს თბილისსა და ტალინს შორის პირდაპირი ავიარეისის აღდგენის აუცილებლობაზეც.
შეხვედრაზე აღინიშნა ისიც, რომ ესტონეთი ლიდერი ქვეყანაა, კიბერუსაფრთხოების დანერგვის თვალსაზრისით და ამ მიმართულებით, საქართველოსთვის ესტონეთის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ესტონეთის ელჩმა საქართველოში ესტონეთის პრეზიდენტის ვიზიტზეც ისაუბრეს, რომელიც  უახლოეს დღეებში იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები