საქართველოს მოქალაქეებმა იტალიის შს მინისტრის მშობლების სახლი გაქურდეს (ვიდეო)

საქართველოს ხუთმა მოქალაქემ მილანში იტალიის შს მინისტრის მშობლების სახლი გაქურდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მატეოს სალვინის მშობლების სახლში ქართველებმა 14-15 აგვისტოს ღამის საათებში შეაღწიეს.
ადგილობრივმა პოლიციამ დამნაშავეები მაშინ დააკავა, როდესაც ისინი მილანის დატოვებას აპირებდნენ. კერძოდ, მათი დაკავება 27 აგვისტოს მოხდა.
იტალიური მედიის ინფორმაციით, დამნაშავეებმა ნაქურდალი ნივთების რეალიზება მოასწრეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები