მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში პროკურორის მიერ მოქალაქისთვის სხეულის დაზიანების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში პროკურორის მიერ მოქალაქისთვის სხეულის დაზიანების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიებით დადგენილია, რომ 2018 წლის 24 აგვისტოს ქალაქ წყალტუბოში, პროკურორმა გ.შ-მ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე გ.მ.-ს, რა დროსაც გ.შ.-მ ასევე მოახდინა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე უმისამართო გასროლა. კონფლიქტის შედეგად გ.მ.-მ მიიღო სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება.

საქართველოს მთავარი პროკურორის 2018 წლის 27 აგვისტოს ბრძანებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გ.შ. გადაყენებულია დაკავებული თანამდებობიდან.

არსებული ინფორმაციით, გ.შ.-ს მიერ დანაშაულის ჩადენის დამტკიცების შემთხვევაში, ფაქტს მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და გატარდება კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება. გარდა ამისა, ოფიციალური ინფორმაციით, უწყების გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობს სამსახურებრივი შემოწმება პროკურორისთვის შეუფერებელი საქციელის ჩადენის ფაქტზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები