მკვლელობა კასპში – მამაკაცმა ბიძაშვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

კასპის მუნიციპალიტეტში ბიძაშვილმა ბიძაშვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. შემთხვევა სოფელ ნოსტეში, მოხდა.

არსებული ინფორმაციით, რამდენიმე პირს შორის მომხდარი შელაპარაკების დროს კაცმა უმისამართოდ გაისროლა, ტყვია კი შემთხვევით მის ბიძაშვილს მოხვდა, ამის შემდეგ მამაკაცმა თავზე იარაღი მიიბჯინა და თავი მოიკლა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები