გორში, სოფელ კარალეთთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

გორში, სოფელ კარალეთთან ავარიის დროს ორი ადამიანი დაიღუპა.
თვითმხილველების ინფორმაციით, „მერსედესის“ მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.
შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე – საავადმყოფოში მიყვანამდე.
ავტომობილის კიდევ ერთი მგზავრი კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები