იმერეთის გუბერნატორმა რეგიონში გასვლითი შეხვედრები დაიწყო

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ რეგიონში გასვლითი შეხვედრები დაიწყო. დღეს გუბერნატორი საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში ჩავიდა და მერებისგან ინფორმაცია მოისმინა.
შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს როგორც მიმდინარე ასევე, დაგეგმილ პროექტებზე, რომელიც 2018 წელს უნდა განხორციელდეს. გარდა ამისა, განიხილეს ის აქტუალური პრობლემები, რომელიც ამ ეტაპზე მოსახლეობას აწუხებს.
„მე დავაანონსე, რომ აუცილებლად ჩავიდოდი მუნიციპალიტეტებში და ადგილზე გავეცნობოდი იქ არსებულ მდგომარეობას. სწორედ ამ მიზნით დღეს დავიწყე შეხვედრები ზემო იმერეთიდან და შევხვდი როგორც მერებს ასევე, საკრებულოს თავმჯდომარეებს, წევრებსა და სამსახურების უფროსებს. მათთან ერთად დეტალურად გავიარე ყველა საკითხი და დავგეგმეთ სამომავლო პროექტები. ასეთ შეხვედრებს უახლოესი დღეების განმავლობაში ყველა მუნიციპალიტეტში ჩავატარებ და მაქსიმალურად ჩავერთვები, რომ ყველა პრობლემა დროულად იქნას მოგვარებული. ჩემი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა იმერეთის რეგიონის განვითარების პროცესში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად ჩავრთო მოსახლეობა და ერთად განვსაზღვროთ პრიორიტეტები“,- აღნიშნა იმერეთის გუბერნატორმა.
იმერეთის გუბერნატორთან ერთად შეხვედრებზე პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი იმყოფებოდა.
ცნობისთვის, შავლეგო ტაბატაძე ხარაგაულსა და ზესტაფონში შეხვედრებს 24 აგვისტოს გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები