კონტრაბანდული სპირტის შემოტანის საქმე, რომელსაც კეზერაშვილს ედავებიან, დასასრულს უახლოვდება
თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე დასასრულს უახლოვდება. კეზერაშვილს დიდი ოდენობით კონტრაბანდული სპირტის შემოტანის მფარველობას ედავებიან.
დღევანდელ სხდომაზე ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატი დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს და საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობას შეაჯამებს. ამის შემდეგ სხდომა მხარეთა რეპლიკებით გაგრძელდება. დავით კეზერაშვილს გამოძიება ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელობის დროს დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება.
გამოძიების ინფორმაციით, სახელმწიფომ, დანაშაულებრივი სქემის განხორციელების შედეგად, დაფარული გადასახადების გამო 48 მილიონამდე ლარი იზარალა.