„ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმეში ბრალდებულების საქმის განხილვა დღეს განახლდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმეში ბრალდებულების: ბაჩანა ახალაიას, ლევან ქარდავას, გიორგი მაზმიშვილისა და მეგის ქარდავას საქმის განხილვა დღეს განახლდება.
წინასასამართლო პროცესზე დაცვის მხარე რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებს. ასევე დაცვის მხარე პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დაუშვებლობასა და აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გაუქმებას მოითხოვს.
შეგახსენებთ, რომ საქმე 2006 წელს ნავთლუღის ავტოსადგურთან 12 იანვარს ჩატარებულ სპეცოპერაციას ეხება, რომლის დროსაც სამი მამაკაცი გარდაიცვალა.