გურამ შარაძის მკვლელობის საქმეს მთავარი პროკურატურა ხელმეორედ გამოიძიებს

გურამ შარაძის გახმაურებულ მკვლელობას მთავარი პროკურატურა ხელმეორედ გამოიძიებს. საქმის წარმოება მოკლულის შვილის რუსუდან შარაძის მოთხოვნით განახლდა.
შარაძის განცხადებით, ის უკვე შეხვდა მთავარ პროკურორ გიორგი ბადაშვილს და მის მოადგილეს ირაკლი შოთაძეს. რუსუდან შარაძე იმ ახალ გარემოებებზე საუბრობს, რომლის საფუძველზეც გამოძიება განახლდა.
მთავარმა პროკურატურამ საქმის ხელახალი გამოძიება მოწმე გურიკა ქადარიას ჩვენების საფუძველზე განაახლა.
„მთავარმა პროკურორმა და მისმა მოადგილემ საქმის შესახებ ისეთი დეტალები მითხრეს, რომ არ სწავლობდნენ ამ საქმეს გამორიცხულია, მათ ეს სცოდნოდათ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, მთავარია საქმე დაიწყოს. საქმე რომ დაიწყება, აუცილებლად იქნება გამოძიებული, იმიტომ რომ მამაჩემის მკვლელობის საქმეში არის უმრავი მოწმე და უამრავი მტიკიცებულებები“,- განაცხადა რუსუდან შარაძემ.
შეგახსენებთ, რომ გურამ შარაძე მელიქიშვილის გამზირზე 2007 წლის 20 მაისს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები