კვაჭანტირაძე უსუფაშვილის განცხადებაზე: პერსონალური თავდასხმები პოლიტიკაში უკადრისი საქციელია, მით უმეტეს, როდესაც ეს შენს ადგილმონაცვლეს ეხება

უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„პერსონალური თავდასხმები პოლიტიკაში უკადრისი საქციელია, მით უმეტეს, როდესაც ეს შენს ადგილმონაცვლეს ეხება და მით უფრო, როდესაც ზუსტად იცი, რომ შენი გაბოროტებული, ყეყეჩური და დესტრუქციული განცხადებით, შეურაცხყოფას აყენებ არა ერთ კონკრეტულ პიროვნებას, არამედ მთელ ინსტიტუტს, შენს ყოფილ კოლეგებს და ერთ დროს თანამებრძოლებსაც. ზოგადად, საკუთარ თავს უნდა ავუკრძალოთ ყველამ პერსონალური თავდასხმები და შეურაცხყოფა. ძალიან ულამაზოა ეს და არაგულგრილ საზოგადოებას უიმედობისკენ და დეპრესიული განწყობისკენ უბიძგებს ხშირად. ვინც ასეთი პასუხისმგებლობისგან თავს ითავისუფლებს და მაინც ჯიუტად მიმტკიცებს, რომ იგი საჭიროა ამ ქვეყანაში პოლიტიკის საწარმოებლად, მას აპრიორი ჩემი ნდობა ვეღარ ექნება”, – წერს ზვიად კვაჭანტირაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები