პროგრამის „არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განივითარება” ფარგლებში კონკურსი გამოცხადდა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პროგრამის – „არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარება” ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის არაქართულენოვანი სკოლებისთვის აცხადებს კონსულტანტ-მასწავლებლების და დამხმარე მასწავლებლების შესარჩევ კონკურსს.
პროგრამაში კონსულტანტ-მასწავლებლის სტატუსით ჩართვისთვის, საჭიროა, კონკურსანტი აკმაყოფილებდეს ქვემოთ მოცემულ ერთ – ერთ პირობას:
უმაღლესი განათლება ნებისმიერი მიმართულებით და სერტიფიცირება ქართულ ენასა და ლიტერატურაში (I-VI; VII-XII) ან ქართულ, როგორც მეორე ენაში;
უმაღლესი განათლება ნებისმიერი მიმართულებით (მასწავლებლის მომზადების 60- კრედიტიანი კურსი და ქართულის, როგორც მეორე ენის, საგნობრივი გამოცდის წარმატებით ჩაბარება ან ქართულ ენასა და ლიტერატურაში საგნობრივი გამოცდის წარმატებით ჩაბარება I-VI; VII-XII);
უმაღლესი განათლება მასწავლებლის კვალიფიკაციით და ქართულ ენასა და ლიტერატურაში საგნობრივი გამოცდის წარმატებით ჩაბარება I-VI; VII-XII/ ქართულის, როგორც მეორე ენის, საგნობრივი გამოცდის წარმატებით ჩაბარება.
პროგრამის ფარგლებში, კონსულტანტ-მასწავლებლების ფუნქცია-მოვალეობა იქნება ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტის შესაბამისად, ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლება სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის ან კახეთის არაქართულენოვან სკოლაში. ასევე, სკოლის ბაზაზე არაფორმალური სწავლების ხელშეწყობა, სკოლაში საგნობრივი წრის შექმნა, დამატებითი გაკვეთილების ჩატარება, შემეცნებითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება.
პროგრამაში დამხმარე მასწავლებლის სტატუსით ჩართვისთვის, საჭიროა, კონკურსანტს ჰქონდეს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ბაკალავრის დიპლომი და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან ცნობა.
დამხმარე მასწავლებლების ფუნქცია-მოვალეობა იქნება სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის ან კახეთის არაქართულენოვანი სკოლის შესაბამისი საგნის ადგილობრივ მასწავლებელთან ერთად, გაკვეთილის დაგეგმვა და ჩატარება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტის შესაბამისად, სკოლის ადგილობრივი მასწავლებლების დახმარება ენისა და საგნის ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარებაში, პროფესიული განვითარების მიზნით, ამავე პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებელთან თანამშრომლობა.
პროგრამის – „არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარება” მიზანია არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და სწავლა/სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, სახელმწიფო ენის სწავლების გაძლიერების გზით. პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები ორიენტირებულია როგორც სამიზნე სკოლების ადგილობრივ მასწავლებლებს შორის სახელმწიფო ენის ფლობის დონის გაუმჯობესებაზე, ასევე, მათ პროფესიულ განვითარებაზე.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები