„აშშ-ის 2019 ფისკალური წლის თავდაცვის ავტორიზაციის აქტი საქართველოს მხარდაჭერას ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ასახელებს“

0

„აშშ-ის 2019 ფისკალური წლის თავდაცვის ავტორიზაციის აქტი საქართველოს მხარდაჭერას ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ასახელებს“, – აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია.

ირაკლი ბერაიას განმარტებით, დოკუმენტში ჩანაწერები აშშ-ის მხრიდან ქართველი ხალხის, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში გადადგმული წარმატებული ნაბიჯების მხარდაჭერის ნათელი დადასტურებაა.

“საკანონმდებლო აქტით, შეერთებული შტატები უზრუნველყოფს საქართველოსთვის მნიშვნელოვან მხარდაჭერას უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის, ლეტალური შეირაღების მიწოდებას, თავდაცვითი შესაძლებლობის, საბრძოლო მზადყოფნის ხარისხის გაძლიერებას და ჩვენი შეიარაღებული ძალების NATO-სთან თავსებადობის გაზრდას. დოკუმენტის ჩანაწერები აშშ-ის მხრიდან ქართველი ხალხის, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში გადადგმული წარმატებული ნაბიჯების მხარდაჭერის ნათელი დადასტურებაა. კანონში ასევე, ხაზგასმით არის აღნიშნული საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით, შავ ზღვაში ნატო-ს და სხვა მრავალეროვნული ფორმატის წვრთნების ჩატარების სიხშირის, მასშტაბისა და სცენარების გაფართოების შესახებ, რაც შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში საქართველოს როლის მნიშვნელობაზე მიუთითებს.

საქართველო განსაკუთრებულად მადლიერია ამერიკელი ხალხის, აშშ-ის ხელისუფლების, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის”, – აცხადებს ირაკლი ბერაია.

კომენტარები

კომენტარი