მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში აფეთქებაზე გაკეთებული განცხადების გამო დაიბარეს

0

სუს-ის განმარტებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი დაკითხვაზე 2 თვის წინ რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე გაკეთებული განცხადების გამო დაიბარეს.
როგორც „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, გამოძიებას საფუძვლად თავად მაჩალიკაშვილის საჯარო განცხადება დაედო, რომლის თანახმადაც მაჩალიკაშვილი, თანამოაზრეებთან ერთად, სუს-ში შესვლას და თავის აფეთქებას გეგმავდა.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-323 მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2018 წლის 31 მაისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი, შეფიცულებთან ერთად, აპირებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში შესვლას და თავის აფეთქებას. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი დაბარებულია 12: 00 საათზე დაკითხვაზე“, – განაცხადეს სუს-ში.

კომენტარები

კომენტარი