კახა კალაძე: ჩვენთვის მთავარია, საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს დამოუკიდებელი

0

„ჩვენთვის მთავარი არის ის, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს დამოუკიდებელი“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
კახა კალაძის განმარტებით, მმართველი გუნდის მთავარი მიზანია, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს დამოუკიდებელი და იგი ერთ რომელიმე კონკრეტულ პარტიას არ ეკუთვნოდეს.
„ვუყურებთ, ზოგადად, საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიას. ჯერ აქტიურ ფაზაში არ არის შესული, ვნახოთ შეიძლება, სხვა კიდევ ბევრი დამოუკიდებელი კანდიდატი დარეგისტრირდეს საპრეზიდენტო არჩევნებზე. ჩვენთვის მთავარი არის ის, რომ კანდიდატი იყოს დამოუკიდებელი და არ განეკუთვნებოდეს რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი