ირაკლი კობახიძე: საპრეზიდენტო კანდიდატზე ჩვენი პოზიციის დაფიქსირება არ გვეჩქარება

0

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საპრეზიდენტო არჩევნებზე “ქართული ოცნების” კანდიდატურის დაყენების საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, გუნდში ერთხმად გადაწყდა, რომ მათ ამ არჩევნებზე თავიანთი კანდიდატი არ ეყოლებათ.
„იყო გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა, როცა განხილვა მიმდინარეობდა. იყვნენ უმრავლესობაში ადამიანები, რომელთაც მიაჩნდათ, რომ სჯობდა, ჩვენი მხრიდან ყოფილიყო კანდიდატი დაყენებული, თუმცა საბოლოოდ, ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ არ წარდგება თავისი კანდიდატით ამ არჩევნებში. საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიციის დაფიქსირება არ გვეჩქარება. გვაქვს ვადა, თითქმის ერთი თვე და შესაბამისად ვიმოქმედებთ“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისათვის, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი