ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანი, ერთი მხრივ ჰუმანური პოლიტიკა და მეორე მხრივ, ნარკომოხმარების შემცირებაა

0

„ჩვენი მიზანი, ერთი მხრივ, მიზანი ჰუმანური პოლიტიკაა და მეორე მხრივ, ნარკომოხმარების შემცირება“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით განაცხადა.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, მთავარია დაბალანსებული პოლიტიკის განხორციელება, რომელიც საშემოდგომო სესიაზე იქნება მიღებული.
„ეს არის უმთავრესი პრიორიტეტი. ერთი მხრივ, უნდა იყოს ჰუმანური პოლიტიკა, მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია, მიზნებს ვაღწევდეთ ამ პოლიტიკით. უმთავრესი მიზანი არის მოხმარების შემცირება და ამაზე იქნება აგებული თითოეული გადაწყვეტილება, რომელსაც მივიღებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ჭრილში, საჭიროა მკაცრი რეგლამენტაცია, არსებული ვაკუუმის შესავსებად და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება, მათ შორის, სხვა სახის ნარკოტიკებთან დაკავშირებით.
„აქაც დაბალანსებული გადაწყვეტილებები მიიღება. ერთი მხრივ, მიზანი ჰუმანური პოლიტიკაა და მეორე მხრივ, ნარკომოხმარების შემცირება. საშემოდგომო სესიაზე ეს აუცილებლად იქნება მიღებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი