ნინოწმინდაში მასპინძელმა თბილისიდან ჩასული 2 სტუმარი დანით მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამჯხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხაში მომხდარი ორი მამაკაცის მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს – დაკავებულია ამავე სოფელში მცხოვრები 1976 წელს დაბადებული გ. მ. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პოლიციის მიერ გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დადგინდა, რომ 10 აგვისტოს, სოფელ სათხის მცხოვრებმა, გ.მ.-მ საკუთარ სახლში დაპატიჟა თანასოფლელები – ე.ც. და ა.პ., ასევე, მოგვიანებით, სუფრაზე მიიწვიეს ე.ც-ს ნაცნობები თბილისიდან სტუმრად მყოფი პირები: 1974 წელს დაბადებული პ.მ. და 1983 წელს დაბადებული ს.პ. რამდენიმე საათში, სახლის მასპინძელსა და პ.მ.-ს შორის მოხდა შელაპარაკება, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. გ.მ.-მ დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა პ.მ-ს და ს.პ.-ს, აღნიშნული პირები მიღებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ.

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გ.მ. მკვლელობიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები