თერჯოლაში მომხდარი ავარიის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა

თერჯოლის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი გზიდან გადავარდა და ხეს შეეჯახა. დაშავებული ორ მგზავრი საავადმყოფოში მოათავსეს.

როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით აღიძრა, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები