აშშ-ში ვიზიტისას, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სასტუმროს ნომერში მარიხუანას მოწევის გამო დააჯარიმეს?
ამერიკული გამოცემა “ვაშინგტონ დეილი” ვაშინგტონის შტატის პოლიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით, წერს, რომ მარტში, აშშ-ში ვიზიტისას, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არა სიგარეტის, არამედ სასტუმროს ნომერში მარიხუანას მოწევის გამო დააჯარიმეს.
გამოცემის წყაროს ცნობით, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ სასტუმროს ადმინისტრაციას საქართველოს პრეზიდენტისთვის ჯარიმა ოფიციალურად უნდა გამოეწერა, გიორგი მარგველაშვილის თანმხლები დელეგაციის წევრების მცდელობის შედეგად, დოკუმენტში გიორგი მარგველაშვილის დაჯარიმების მიზეზად თამბაქოს მოხმარება ჩაიწერა.
ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.