უნივერსიტეტის სტუდენტები სერჟანტთა მომზადების ცენტრს ესტუმრნენ

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტები ეწვივნენ. სტუდენტებს სერჟანტთა მომზადების ცენტრის მეთაურმა, მაიორმა ლაშა დავითაძემ უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სკოლის მეთაურმა სტუდენტებს სკოლის ინფრასტრუქტურა, სასწავლო პროგრამა და შეიარაღება გააცნო. ახალგაზრდებთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობას კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში წარმოებულ საერთაშორისო ოპერაციებში. სერჟანტთა მომზადების ცენტრის ინსტრუქტორებმა სტუდენტებს სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღიდან ფუჭი ვაზნებიც ასროლინეს.
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთმანეთთან აქტიურად თანამშრომლობს. სერჟანტთა მომზადების ცენტრის სამეთაურო-საშტაბო კურსის 34 მსმენელს უნივერსიტეტში კონფლიქტოლოგიის საკითხებზე სპეციალური სემინარი უკვე ჩაუტარდათ. მსმენელებმა ლექცია ცენტრში მიმდინარე სამეთაურო საშტაბო კურსის ფარგლებში მოისმიენეს. მეორე ეტაპზე სერჟანტებმა სტუდენტები და ლექტორები უკვე სასწავლო ცენტრში მოიწვიეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები