„უზენაესი სასამართლოს კანდიდატის შერჩევა არის პროცესი, რომელიც რა თქმა უნდა, რთავს პარლამენტსა და პრეზიდენტს, მაგრამ ამის მიღმა, რთავს საზოგადოებრივ, პროფესიულ ჯგუფებსაც“

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შერჩევისთვის წამოწყებულ პროცესს კიდევ ერთხელ განმარტავს და აცხადებს, რომ პრეზიდენტის მიზანია, რაც შეიძლება ფართო ჩართულობით მოხდეს უზენაესი სასამართლოს კანდიდატის შერჩევა და “ფართო ჩართულობა” გულისხმობს ყველა მნიშვნელოვანი ჯგუფისა და ინსტიტუტის, რაღა თქმა უნდა, პარლამენტის ჩართულობასაც.
„ეს არის ის ინსტიტუტი, რომელიც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს და საპარლამენტო ეტაპი ვერ იქნება გამოტოვებული – ამას თავად კონსტიტუცია ამბობს, ამიტომ არანაირად არ არის მოცემულობა ისეთი, რომ პარლამენტი იქნება ამ პროცესიდან გამოთიშული. პირიქით, ეს არის პროცესი, რომელიც პარლამენტს და პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, რთავს, მაგრამ რთავს ამის მიღმა მნიშვნელოვან აქტორებს – საზოგადოებრივ, პროფესიულ ჯგუფებს, ადამიანებს, რომლებსაც აქვთ კვალიფიკაცია და გამოცდილება, რომლებსაც შეუძლიათ, ამ პროცესს მისცენ ძალიან ღირებული რჩევები, კანდიდატურებთან მიმართებაში. ჩვენ ვიწყებთ აკადემიური წრეებით, მაგრამ პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არ იქნება ჩაკეტილი პროცესი – დაიწყება აკადემიური წრეებით და გაგრძელდება და ჩართავს ყველა მნიშვნელოვან აქტორს და ინსტიტუციას, რომელთა მონაწილეობაც ამ პროცესის გაჯანსაღებისა და სიძლიერისათვის აუცილებელია”, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები