მურმანსკის სკვერში კატის ძეგლი დაიდგმება

კატა სემიონი მურმანსკში ძალიან პოპულარულია და მას რუსეთის ჩრდილოეთით მდებარე ამ ქალაქის ერთ-ერთ სკვერში ძეგლს დაუდგამენ. მიზეზი კი ესაა: ერთხელ პატრონებთან ერთად სემიონი მოსკოვში გაემგზავრა. დედაქალაქში დაიკარგა და მისი პატრონები მურმანსკში გულდაწყვეტილები დაბრუნდნენ, რადგან ჩათვალეს, რომ სემიონი სამუდამოდ დაიკარგა. ამ ამბიდან ექვსი წლის შემდეგ კატა, რომელმაც ორი ათასი კილომეტრი გადალახა, სახლში დაბრუნდა. თუ როგორ შეძლო უმკაცრესი კლიმატის გათვალისწინებით ამხელა მანძილის გავლა, არავინ იცის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები