ტრამპის და პუტინის შეხვედრა დასრულდა – ქვეყნის ლიდერები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ

დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართული მოლაპარაკებები დასრულდა. უცხოური მედიის ცნობით, შეხვედრა 2 საათსა და 10 წუთს გაგრძელდა. ცნობილია, რომ ოფიციალური პროტოკოლის თანახმად, საათნახევრიანი შეხვედრა იყო დაგეგმილი. მისი დასრულების შემდეგ აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტებისთვის სამუშაო ლანჩი გაიმართა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუს კოლეგასთან შეხვედრას “კარგი დასაწყისი” უწოდა.
დღის წესრიგის თანახმად, მსოფლიო ლიდერები ფინეთის პრეზიდენტის სასახლეში ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
შეხვედრის დაწყებამდე, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ის მსოფლიოში არსებული “მტკივნეული” საკითხების და ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების განხილვას გეგმავდა.
დონალდ ტრამპმა კი აღნიშნა, რომ ის თავის რუს კოლეგასთან სავაჭრო საკითხებზე, ბირთვულ იარაღზე, ასევე ჩინეთთან ურთიერთობებზე ისაუბრებდა.
დონალდ ტრამპი ქალაქ ჰელსინკში, პრეზიდენტის სასახლეში პუტინთან შეხვედრაზე მეუღლესთან, მელანია ტრამპთან ერთად მივიდა. მაგრამ მისასალმებელი სიტყვის შემდეგ. აშშ-ის პირველმა ლედიმ მოლაპარაკებების ოთახი დატოვა, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრეზიდენი ერთმანეთს დახურულ კარს მიღმა, პირისპირ შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები