მსოფლიოში ყველაზე დიდი ფალოსის მქონე მსახიობი მუზუმის ექსპონატობაზე დათანხმდა

ნიუ-იორკელი მსახიობი და შოუმენი ჯონა ფელკონი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე დიდი სასქესო ორგანო აქვს, დათანხმდა, თავისი პენისი ისლანდიის ფალოლოგიის მუზეუმს დაუტოვოს. რეკორდსმენის სიკვდილის შემდეგ მისი სხეულის ყველაზე საამაყო ნაწილი სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულების მთავარი ექსპონატი გახდება. 43 წლის ფელკონის სასქესო ორგანოს სიგრძე 34,2 სანტიმეტრია. შოუმენი ვარაუდობს, რომ მისი სხეულის ყველაზე უნიკალური ნაწილი ,,პოლარული დათვის და ვეშაპის პენისებს შორის განთავსდება“.
ფელკონმა არაერთხელ თქვა უარი წინადადებაზე, გამხდარიყო პორნოინდუსტრიის ვარსკვლავი, თუმცა თემატური მუზეუმის მიერ შემოთავაზებულ სამუდამო დიდების ცდუნებას ვერ გაუძლო. რეკორდსმენი დაქორწინებული არ არის, დედასთან ერთად ცხოვრობს და თავს ბისექსუალი ორიენტაციის წარმომადგენლად მიიჩნევს. ისლანდიის ფალოლოგიის მუზეუმი, რომელსაც ,,პენისების მუზეუმსაც“ უწოდებენ, რეიკიავიკში 1997 წელს გაიხსნა. მისი ექსპოზიცია 300-ზე მეტი ნიმუშისგან შედგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები