ავტოსაგზაო შემთხვევა ზესტაფონში (ვიდეო)

ზესტაფონში, სამი სატვირთო ავტომანქანა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

გავრცელებული ინფორმაციით, სამივე შემთხვევის მიზეზი ამინდის გაუარესება გახდა, სატვირთოები წვიმის გამო მოცურდნენ.

სამივე მძღოლი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები