იაპონიაში წყალდიდობამ 195 ადამიანი იმსხვერპლა
იაპონიაში ძლიერი წვიმებით გამოწვეულმა წყალდიდობამ 195 ადამიანი იმსხვერპლა.
აღნიშნულის შესახებ ქვეყნის მთავრობის გენერალურმა მდივანმა განაცხადა.
ამ დროისთვის ოფიციალურად უგზო-უკვლოდ დაკარგულებად 23 ადამიანი ითვლება.
ხვალ წყალდიდობისგან დაზარალებულ რაიონებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი სინძო აბე ეწვევა.
სტიქიის ზონაში 73 ათასი ადამიანი მუშაობს, სამაშველო ოპერაციაში 80 ვერტმფრენია ჩართული.