სერგი კაპანაძე: ნატო-ში გაწევრიანება ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სურვილია

„ევროპული საქართველოს” ლიდერს, სერგი კაპანაძეს ნატო-ს სამიტისგან დიდი მოლოდინები არ აქვს. როგორც მან აღნიშნა, ნატო-სთან ინტეგრაციის კუთხით მას ოპტიმისტური განწყობა აქვს, თუმცა ამ მიმართულებით მისთვის საქართველოს მთავრობის ძალისხმევაც ცნობილია.
„ნატო-ში გაწევრიანება არის საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სურვილი და რჩება ბოლო წლების განმავლობაში.
კონკრეტულად ამ სამიტისაგან გულწრფელად გეტყვით, რომ სამწუხაროდ, დიდი მოლოდინი არა მაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ვიცით თუ როგორი მუშაობა იყო მათ შორის, ჩვენს პარტნიორებთან. ზოგადად როგორი სკეპტიკური განწყობაა როგორც საქართველოში არსებული დემოკრატიული პროცესების მიმართ, ისე ზოგადად უსაფრთხოების გარემოს მიმართ. საბოლოო ჯამში, ნატო-სთან ინტეგრაციის კუთხით, მე ზოგადად ოპტიმისტურად განწყობილი ვარ, მაგრამ ნამდვილად სკეპტიკურად ვუყურებ იმ ძალისხმევას, რომელსაც საქართველოს მთავრობა დგამს”, – განაცხადა კაპანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები